ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული პრაქტიკოსი ექიმი აცხადებს, რომ პენსიაზე გასვლას არ ჩქარობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 100 წლის ჰოვარდ ტაკერი სრულ განაკვეთზე მუშაობას აგრძელებს - მისი სამუშაო დღე 9:00 საათზე იწყება და 18:00 საათზე სრულდება.
ვიდრე 100 წლის გახდებოდა, ტაკერი კორონავირუსით დაინფიცირდა. ავადმყოფობის დროსაც კი, ის რეზიდენტებს Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით ეკონტაქტებოდა და ასწავლიდა.