1766213827
„მემუქრებოდნენ, ოჯახის დამანგრეველს, ოქროს მაძიებელსა და სხვა შეურაცხმყოფელ სახელებს მეძახდნენ" - კრისტენ კაბოტი დუმილს არღვევს
Coldplay-ის კონცერტზე, IT-კომპანიის, Astronomer-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ენდი ბაირონის და კადრების განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ ამბის შემდეგ ორივე მათგანს პოსტის დატოვება მოუწია. მალევე ცნობილი გახდა, რომ ისინი დაშორდნენ.
ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ კრისტენმა დუმილი დაარღვია:
„მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, ღმერთო, მე ვატკინე ადამიანებს. კარგ ადამიანებს ვატკინე. ოჯახის დამანგრეველს, ოქროს მაძიებელსა და სხვა შეურაცხმყოფელ სახელებს მეძახდნენ. მე უბრალოდ ცუდი გადაწყვეტილება მივიღე, როცა რამდენიმე კოქტეილი დავლიე და ჩემს უფროსთან შეუფერებლად მოვიქეცი. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის გამო სიკვდილით არავინ უნდა გემუქრებოდეს. მე მემუქრებოდნენ, 60-მდე მუქარა მივიღე. ბოლო თვეების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ქალების მთავარი მტერი ისევ ქალები ვართ. ჩვენივე ხელით ვუმზადებთ ერთმანეთს ჯოჯოხეთს. ვუპი გოლდბერგმა და გვინეტ პელტროუმ, ჩემი დამცირება თავიანთი შოუების მასალად აქციეს".
როგორც კრისტენი ამბობს, კონცერტზე წასვლა უფროსს თავად შესთავაზა - ორივე მათგანი მეუღლეებთან დაშორების პროცესში იყვნენ.












