რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
მამაკაცმა შვებულებაში ყოფნისას შემთხვევით თავისი ორეული იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შონ მაკარდლი შვებულებას ლას-ვეგასში ატარებდა და აუზში ცურვით ტკბებოდა, როცა შენიშნა, რომ მასთან ახლოს მყოფი ადამიანები უყურებდნენ და იცინოდნენ.
თავიდან შონი ვერ მიხვდა, რით დაიმსახურა უცნობებისგან ასეთი რეაქცია. თუმცა, მოგვიანებით გაარკვია, რომ ამის მიზეზი აუზზე მყოფი სხვა ადამიანი იყო, რომელიც შონს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.
შონმა ორეულთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.