„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
სოსო პავლიაშვილმა ბრიანსკის ოლქში გამართული სოლოკონცერტი რუსულ არმიას მიუძღვნა. კონცერტი „პოგარსკის“ კულტურის ცენტში შედგა და მასში ნაციონალური ანსამბლი „ვატაგაც“ მონაწილეობდა. პავლიაშვილის კონცერტზე შვილთან ერთადაც გამოვიდა.
კონცერტის სლოგანი იყო „გაზაფხული, გამარჯვება, მომავალი და სიცოცხლე“. პირველი სიმღერა კი Береги берега России შეასრულეს. სცენა გაფორმებული იყო Z სიმბოლიკით, რომელიც კრემლის სვასტიკად არის ცნობილი.
როგორც ბრიანსკის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი ამბობს, კონცერტის ჩატარების ინიციატორი თავად პავლიაშვილი იყო.