ამინდი იცვლება - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1750617568
ამერიკაში მცხოვრები ჭარბწონიანი ძაღლი, სახელად ბერტა სპეციალურ დიეტაზეა. ინფორმაციას Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ძაღლი 30 კილოგრამამდე იწონის, რაც მის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
სწორედ ამიტომ მისმა პატრონმა, მერიდიტმა ოთხფეხა მეგობრისთვის სპეციალური დიეტა შეადგენინა და სპორტ დარბაზშიც მიიყვანა, რათა ის ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლდეს.
აღსანიშნავია, რომ წონის დაკლების პროგრამის ღირებულება, რომელშიც ბერტაა ჩართული, 18 000 £-ს შეადგენს.
როგორც მერიდიტი ამბობს, ბერტა ყველა წესს იცავს და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.