1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
7 წლის კატამ სახელად ოსკარი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, თავისი სახეობის წარმომადგენელთა შორის ყველაზე გრძელი ნახტომი შეასრულა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ოსკარმა ჰაერში 2,58 მეტრის მანძილი გადალახა.
კატის პატრონი თეოდორ შილსი განმარტავს, რომ ერთხელ ოსკარი მეორე სართული ფანჯრიდან გადავარდა და გადარჩა. როგორც ჩანს, მას შემდეგ ცხოველს ხტუნვისადმი განსაკუთრებული სიყვარული გაუჩნდა. როდესაც თეოდორმა ეს შენიშნა, კატასთან მეცადინეობა დაიწყო და ნახტომში გადალახულ მანძილს თანდათან ზრდიდა.
რეკორდის დამყარებამდე თეოდორი და ოსკარი 2 წლის განმავლობაში ვარჯიშობდნენ.