„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
ზურიკო დავითაშვილისა და „ბორდოსთვის“ „გრენობლთან“ შეხვედრა წარმატებული გამოდგა. 22 წლის ქართველი შემტევი „ჟირონდელების“ ძირითად შემადგენლობაში გოლით დაბრუნდა, ხოლო გუნდმა 3:0 გაიმარჯვა.
32-ე ტურის შემდეგ დავითაშვილის გუნდმა 59 ქულა დააგროვა, გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ (58) გადაასწრო და მეორე ადგილი დაიბრუნა. ქართველმა შემტევმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა. ეს ზურიკოსთვის პირველი გოლია 20 დეკემბრის შემდეგ. მაშინ მან „სოშოს“ კარი აიღო.
ზურიკოს ტრიბუნიდან შეყვარებული, მია გზირიშვილი გულშემატკივრობდა.
ნახეთ კადრები ↓