1751644200
ვასილ ლობჟანიძემ გინესის რეკორდის კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრს, ვასილ ლობჟანიძეს გინესის რეკორდსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს. იგი ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც მსოფლიო თასზე უთამაშია.
მან ეს რეკორდი 2015 წელს ტონგასთან მატჩში დაამყარა – 18 წლისა და 340 დღის იყო, მსოფლიოს თასზე პირველი შეხვედრა რომ გამართა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ვასილ ლობჟანიძე საქართველოს ნაკრებან ერთად ირლანდიასთან ტესტმატჩისთვის ემზადება. შეხვედრა 5 ივლისს თბილისში გაიმართება.