თურქეთში გამართული პარალიმპიური შეჯიბრებიდან დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ

პარალიმპიური შეჯიბრები

თურქეთში გამართული პარალიმპიური შეჯიბრებიდან დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ახალგაზრდულმა პარალიმპიურმა ნაკრებმა ჩემპიონატიდან ოთხი მედალი ჩამოიტანა: ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

ჩემპიონები გახდნენ პარატაეკვონდოისტები ანა ჯაფარიძე და ნატა ოჩიგავა. ვერცხლის მედალს სანდრო მეგრელიშვილი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ცურვაში ზაკო მუშკუდიანმა მოიპოვა.