„...ნახოს, ვინ დაკარგა“ - სალომე უშხვანის ახალი პოსტი და ნიკოლოზ ქართველის კომენტარი
1753818953
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სამივე ბრალდებულის ადვოკატმა 100 000-ლარიანი გირაო მოითხოვა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და ყოფილი მინისტრის ნათესავს, ვასილ მხეიძეს ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას და გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან.
პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილემ, დანარჩენი ორი ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.