გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
შეჯიბრზე მოგვიანებით ლუკა მაისურაძე (90კგ) მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხ დავიდ კლამერტს შეხვდება.
დღეს გრანდ სლემზე გამოსვლა ადრეულ ეტაპზე დაამთავრეს მძიმეწონოსნებმა გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, ასევე ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ), გიორგი ბერიაშვილმა (100კგ) და ლაშა ბექაურმა (90კგ).