„თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებიდან 44 წელი შესრულდა

თასების მფლობელთა თასი

13 მაისი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. 1981 წელს უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის ოცდამეერთე გათამაშების გამარჯვებული თბილისის „დინამო“ გახდა.

გუნდმა ფინალში - იენას „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა.

დიუსელდორფში გამართულ შეხვედრაში დინამოს რიგებიდან გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. ამ გამარჯვებიდან დღეს 44 წელი გავიდა.