სპორტის მინისტრმა საქართველოს MMA-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის სამინისტრო

სპორტის მინისტრმა საქართველოს MMA-ის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.

აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა მებრძოლებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები ისტორიაში პირველად მოიპოვეს.