LIVE: ამ წუთებში ტრამპი თეთრ სახლს ტოვებს და ალასკაზე მიემგზავრება
1755259280
10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია, - ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა წყალტუბოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისაი თქმით, წყალტუბო ბოლო 13 წლის განმავლობაში 21 ათასმა ადამიანმა დატოვა.
„ჩვენ აუსრულებელი ოცნებებისა და დანგრეული მითების ქალაქში, წყალტუბოში ვიმყოფებით. დღეს, ეს ქალაქი უნდა იყოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, მაგრამ სამწუხაროდ ის არის ჩამოშლილი ეკონომიკის, უმუშევრობისა და უპერსპექტივობის, სიღარიბისა და ემიგრაციის ქალაქი. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც იზიდავს საქართველოს და მსოფლიოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ქალაქი, რომელსაც ტოვებენ. ბოლო 13 წლის განმავლობაში, წყალტუბოს მოსახლეობა 21 ათასით შემცირდა. ეს უნდა იყოს ქალაქი, რომელიც დაასაქმებს ათობით ათას ადამიანს, მაგრამ, სამწუხაროდ ეს არის ქალაქი, რომელსაც 8 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ჰყავს. ქალაქი, რომელიც იმერეთისა და სრულიად დასავლეთ საქართველოს უნდა ასაქმებდეს და ერთ-ერთი ეკონომიკური ღერძი უნდა იყოს, რეალურად საკუთარ მოქალაქეებს ვერ ასაქმებს.
2015 წელს, 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა 10 წლის თავზე ვხედავთ, რომ კვლავაც, აქ არის „ქოცური“ ნანგრევები და ეს არის საუკეთესო სახე, იმ შულერობისა, არაკომპეტენტურობისა და ანტიქართულებისა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება განასახიერებს.
6 წლის წინ, ამ ქვეყნის მთავარმა თაღლითმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ იგი პირად რესურსს და ყურადღებას გაიღებდა იმისათვის, რომ წყალტუბოს ეკონომიკური და ტურისტული რეაბილიტაცია მომხდარიყო. 6 წლის თავზე კი არა თუ 22, არამედ არცერთი სასტუმრო არ გამოუსყიდია, არც ერთი ადამიანი არ დაუსაქმებია და არცერთი პროექტი წინ არ წაუყვანია, რაც აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი, აუხდენელი ოცნებების, დანგრეული ეკონომიკისა და ანტიქართული იდეოლოგიის გამტარებელი პოლიტიკური ძალაა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი მას ჩვენი ბრძოლით უნდა დავუპირისპირდეთ, წავართვათ წყალტუბო, იმერეთი, მთელი საქართველო“, - განაცხადა გეგელიამ.
როგორც მან აღნიშნა, „ლელო“ გამარჯვების შემთხვევაში წყალტუბოში 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილს შექმნის.
„ჩვენ აქ უნდა შევქმნათ 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, მსოფლიო მიზიდულობის კერა და უნდა გავათავისუფლოთ საქართველო. უნდა შევქმნათ როგორც ახალი ძლიერი ქართული სახელმწიფოს საწინდარი, საწინდარიო, სადაც ქართველებს დაედგომებათ, გააჩნიათ ადეკვატური შემოსავალი, არ უწევთ ემიგრაციაში გადახვეწა. უნდა შევქმნათ ადგილი, სადაც ადამიანი სრულფასოვან მოქალაქედ იგრძნობს თავს. ამიტომ ყველა იმერელს, ქართველს ბოლომდე ბრძოლისკენ მოვუწოდებ, რომ გავათავისუფლოთ წყალტუბო, რომ შევქმნათ ახალი დასაქმების კერა, აქ ჩამოდიოდნენ მთელი მსოფლიოდან და იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული, ტურისტული და სოციალური ცენტრი ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის, რომ იმერული, დასავლურ-ქართული და ქართული ეკონომიკა გავზარდოთ და გავაორმაგოთ, რომ საბოლოოდ დავიბრუნოთ ქართული სახელმწიფო და ქართული სახელმწიფო დავაბრუნოთ საკუთარ ევროპულ გზას“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.