არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციას „ბარსელონას“ ლეგენდების გუნდიდან იარი ლიტმანენი და ხავიერ სავიოლა დაესწრნენ და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
იარი ლიტმანენი: „კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოში ჩამოვედი. ფეხბურთს ვეტერანებთან ერთდ ჯერ კიდევ ვთამაშობ, შარშან ხუთი მატჩი ჩავატარე. ასეთ ლეგენდარულ გუნდთან თამაში საამაყოა, რადგან ამ თაობამ „ბარსელონაში“ დიდი ისტორია დაწერა. საქართველოში არასდროს მითამაშია და იმედია, ხვალ ვისიამოვნებთ“.
ხავიერ სავიოლა: „ჩემთვის საქართველოში ჩამოსვლა დიდ პატივია. განსაკუთრებით გულთბილი დახვედრა გამიხარდა, რადგან ფეხბურთში მოედანს მიღმა ურთიერთობებიც მნიშვნელოვანია. იმედია, ქართველ გულშემატკივრებს სასიამოვნო მოგონებებს დავუტოვებთ და აქ კიდევ დავბრუნდებით.
ქართული ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები ვითარდება, რაც, შეიძლება, პატარა ქვეყნებისთვის სამაგალითო გახდეს. იმედია, თქვენი ნაკრები კიდევ უფრო წინ წავა, მთავარი წარმატების შენარჩუნება და ახალ ეტაპზე გადასვლაა. როგორც ჩანს, საქართველოში კარგი მწვრთნელები მუშაობენ, რომლებიც ძლიერ მოთამაშეებს ზრდიან, საქართველოში კი ფეხბურთს დიდი ყურადღება ექცევა“.
„ბარსელონას“ ლეგენდებისა და GEO11-ის მატჩი 16 მაისს „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.