Google-ს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში სერიოზული შეფერხება აქვს - რა დეტალებია ცნობილი
1756972138
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის მსაჯი:
საქართველოსა და თურქეთის შეხვედრას იტალიელი არბიტრები განსჯიან. მთავარი მსაჯი იქნება დავიდე მასა.
ნიკა კვეკვესკირის გაცილება:
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „დინამო არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებიდან ნიკა კვეკვესკირს გააცილებს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა.