1754759209
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლიეტუვის ნაკრები იქნება. მატჩი კაუნასში ჩატარდება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ნაკრებს „ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა, თუმცა ჩვენს გუნდს ლიეტუვასთან მატჩისთვის მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია დააკლდება. კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული გუნდის კაპიტანმა პირადი მიზეზის გამო ლიეტუვა დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით შენგელია ნაკრებს ლიეტუვიდან გამგზავრების შემდეგ - ჩეხეთში შეუერთდება.
ევროპის ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება. ჩვენი ნაკრები კი პირველ შეხვედრას ტურნირზე 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.