საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იტალია 4-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იტალია 4-0 დაამარცხა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში იტალია 4:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

გამარჯვებები ლაშა ბექაურმა (90კგ), სოფიო სიმხიშვილმა (+70), გურამ თუშიშვილმა (+90კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიპოვეს. ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე იპონიის ძლიერი ნაკრები იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ინდივიდუალურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 4 მედლით დაასრულა: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ხოლო ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.