1750362602
არჩევნების გაყალბებაში ბრალდებულ როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

არჩევნების გაყალბებაში ბრალდებულ როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას „რადიო მარნეული“ ავრცელებს.
როვშან და ეთიბარ ისკანდაროვებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსი 164 ტერცია მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.
ისკანდაროვები არჩევნების გაყალბების ბრალდებით 2024 წლის 31 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათი სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან იწყება, რაც ნიშნავს, რომ ისკანდარივები ციხეში 2025 წლის 31 ოქტომბრამდე დარჩებიან.
როვშან ისკანდაროვი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან და ეთიბარ ისკანდაროვმა 2024 წლის 26 ოქტომბერს, სადახლოში გახსნილ N69 საარჩევნო უბანში არჩევნების გაყალბება სცადეს.
26 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ყრის საარჩევნო ბიულეტენების კონვერტებს როვშან ისკანდაროვი საარჩევნო ყუთში და მას ეთიბარ ისკანდაროვი ეხმარება.