1752076138
საქართველოს 16-წლამდელთა წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს

სტამბოლში 16-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა წყალბურთელებმა სამი შეხვედრიდან ორი მოიგეს - ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.
პირველ შეხვედრაში ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალტა ანგარიშით 11:8 დაამარცხა, მეორე შეხვედრაში მოლდოვა ანგარიშით 17:11, ხოლო ნიდერლანდებთან მატჩი 8:16 დათმო.
ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველად ასპარეზობს.
ახალგაზრდა წყალბურთელები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.