„დააკლდა პაციენტებს... ქვეყანას“ - ცნობილი ექიმი გარდაიცვალა
1752086974
ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, - ასე ეხმიანება ევროპის პარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება.
„ევროპის პარლამენტმა, საქართველოს თაობაზე დღეს მიღებული რეზოლუციით, მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება - სააკაშვილისა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა.
ღირებულებითი აღრევა - სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ“, - წერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი.