გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
"დრომ აჩვენა, რომ ფაქტია, ლიბერალურმა მიდგომამ არ გაამართლა. ამას რომ გაემართლებინა, რეალურად, საზოგადოებას ამდენი პრობლემა ამ მიმართულებით არ ექნებოდა", - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ხელისუფლების მიდგომის გამკაცრების შესახებ საუბრობს.
როგორც "ღამის კურიერის" ეთერში, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, შემსუბუქებულმა ნარკოპოლიტიკამ, შედეგად, ნარკომომხმარებელთა რაოდენობის და მათთვის ზიანის შემცირება არ მოიტანა.
„დრომ აჩვენა, რომ ფაქტია, ლიბერალურმა მიდგომამ არ გაამართლა. ამას რომ გაემართლებინა, რეალურად, საზოგადოებას ამდენი პრობლემა ამ მიმართულებით არ ექნებოდა. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ლიბერალური მიდგომის დანერგვის შემდეგ შემცირდა ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, ან მაგალითად, შემცირდა ის ზიანი, რომელიც ზოგადად, ამის თანმდევია. ბევრს ლაპარაკობენ, რომ ლიბერალური მიდგომის გამართლებაა ზიანის შემცირება, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ შემთხვევაში, ეს აღმოჩნდა კონტრპროდუქტიული.
ნებისმიერი ქვეყნიდან გარკვეულ იმპორტს ან როგორც ამას ეძახიან, იმპლანტების კეთებას მიდგომებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, რომ ამას სჭირდება კარგად ანალიზი. ძალიან სახიფათოა ამ იმპლანტების კეთება, რეალურად, ამას შეიძლება მოჰყვეს ბევრი გაუთვალისწინებელი რამ, მათ შორის, საზოგადოება რამდენად არის მზად, რომ გარკვეული სიახლეები პირდაპირ, კალკირების შედეგად მიიღოს და ა.შ. ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება. ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, უცხოური გამოცდილება მხედველობაში მისაღებია, როგორც მკაცრი მიდგომების თვალსაზრისით, ისე ლიბერალური, მაგრამ, რასაკვირველია, ეს ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით უნდა ამუშაო, სხვაგვარად, ის შედეგის მომტანი ვერ იქნება.
მე არ ვიცი, რა დააკლდა ან რა გაკეთდა უსწოროდ ლიბერალური მიდგომების პირობებში, იმიტომ, რომ არსებობს ზოგიერთი სახელმწიფოს გამოცდილება, რომელსაც ამ თვალსაზრისით აქვს დადებითი რეზულტატები, თუმცა ყველაფერს აქვს ორი მხარე. მე მგონია, რომ მათ შორის, ლიბერალური მიდგომის გამოყენების წარმატებულ შემთხვევებშიც კი, ძალიან დიდია ის ზიანი, რომელსაც შეიძლება საზოგადოება განიცდიდეს. არ შეიძლება ლიბერალური მიდგომა დავარქვათ იმას, რომ მაგალითად, ნარკოტიკი გახდეს არამც თუ ხელმისაწვდომი, რამედ ის გახდეს პრაქტიკულად ლეგალური ბრუნვის საგანი, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჯერ ერთი, ყველა საზოგადოება ერთნაირად არ რეაგირებს ასეთი ტრანსფორმაციების პირობებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს შემთხვევაში, უდავოდ აღმოჩნდა, რომ ამ ლიბერალურმა მიდგომამ გამოიწვია ავად მოხმარების შემთხვევების პრაქტიკის გაჩენა და დანერგვა", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.