საქართველო ფარერის კუნძულებთან ამხანაგურ მატჩს დღეს გამართავს

ჯჯ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დღეს ფარერის კუნძულების გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ დაიწყება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

„ჯვაროსნების“ შემდეგი მატჩი 8 ივნისს, ქუთაისში გაიმართება. ნაკრები ასევე ამხანაგურ შეხვედრაში კაბო-ვერდეს უმასპინძლებს.