„სად არის კვარა...“ - ქართველი გულშემატკივრების კომენტარები ფოტოზე, რომელსაც „პსჟ“ აქვეყნებს

პსჟ

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.

პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 (1:0, 2:1) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).

ფინალი 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“გაიმართება, სადაც „პსჟ“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება. 

ქართველ გულშემატკივარს არ გამოჰპარვია, ის მომენტი, როდესაც პსჟ-მ ფოტო დადო წარწერით: TEAM FAMILY სადაც ხვიჩა კვარაცხელია არ ჩანს. 

გულშემატკივრები შემდეგი სახის კომენტარებს წერენ: 

„სად არის კვარა, ის ბრილიანტია ყოველთვის“ „აქ რა ხდება? კვარა ფოტოს იღებს თუ რატო არ დგას“ „სად არის „მამა“ კვარა“ ,- წერენ გულშემატკივრები.