ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის. ვარჯიშები 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
გუშინ მთავარი მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, დღეს კი სიაში ერთი ცვლილება შევიდა. ტრავმის გამო გუნდის ცენტრალურმა მცველმა, საბა გოგლიჩიძემ შეკრება დატოვა. მის ნაცვლად ნაკრებს ლადო ოდიშვილი („თელავი“) შეუერთდა.
ოდიშვილი 21-წლამდელთა ნაკრებში პირველად 2024 წლის სექტემბერში გამოიძახეს და მას შემდეგ გუნდის მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა. მანამდე, 2024 წლის ივნისში, მან ყაზახეთის წინააღმდეგ 20-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).