ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა - გაფრთხილება მოსახლეობას
1781902369
21 ივნისს ლევან ჩოხელი და ოთარ თანზილოვი UFC-ში თავიანთ სადებიუტო ბრძოლას გამართავენ. მოვლენა ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ალექსანდრე თოფურიას შემდეგ, მსოფლიოს მთავარ პრომოუშენში ახალი ქართველი სახეები აღარ გამოჩენილან. მათი პირველი ჩხუბის წინ, გავიხსენოთ თუ როგორი დებიუტი ჰქონდათ ჩვენს მებრძოლებს UFC-ში.
ალექსანდრე თოფურია V კოლბი თიქნესი | UFC 312: Du Plessis vs. Strickland 2 | 08/02/2025 | მოგება, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით
თოფურიასა და თიქნესის ბრძოლა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან ორივე სპორტსმენისთვის ეს UFC-ში სადებიუტო ჩხუბს წარმოადგენდა. ამ დუელს დამატებითი ინტრიგა იმიტომ ჰქონდა, რომ კოლბი ალექს ვოლკანოვსკის გუნდელია და ლეგენდარული ქვემსუბუქწონოსანი მის კუთხეში იყო.
ალექსანდრეს მხარეს კი რა თქმა უნდა, ილია თოფურია იდგა. გამომდინარე იქიდან, რომ დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ავსტრალიელი მეტოქე დაამარცხა, ძმებისა და მეგობარი გუნდელების დუელს მედიამ დიდი ყურადღება დაუთმო. რაც შეეხება შედეგს, ქართველმა სუპერმსუბუქწონოსანმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
გიგა ჭიკაძე V ბრენდონ დევისი | UFC on ESPN+ 18: Hermansson vs. Cannonier | 28/09/2019 | მოგება, გაყოფილი გადაწყვეტილებით
ჭიკაძემ UFC-თან კონტრაქტი ბრძოლამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე გააფორმა, მას შემდეგ, რაც დევისის თავდაპირველი მეტოქე ტრავმის გამო ჩხუბს ჩაეხსნა. გიგას არ ჰქონდა სრულფასოვანი მოსამზადებელი კემპი, მაგრამ შანსი მან ხელიდან არ გაუშვა. ბრენდონი კი იმ დროისთვის უკვე გამოცდილი მებრძოლი იყო, რაც ქართველი ქვემსუბუქწონოსნისთვის დიდ გამოცდას ნიშნავდა.
რაც შეეხება შედეგს, აქ ერთი სახალისო და უცნაური ფაქტი მოხდა - ბრიუს ბაფერმა შეცდომით გამოაცხადა, რომ ბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა რამდენიმე წამში შეცდომა გამოასწორა, ბოდიში მოიხადა და მოგებულად "ნინძა" გამოაცხადა. განაგრძეთ კითხვა...