რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
იტალიელი ჟურნალისტი რაფაელ აურიემა, რომელიც „ნაპოლის“ ფეხბურთელებთან საკმაოდ დაახლოებულია, წერს, რომ ოსიმენმა თავისი „იღბლიანი ნიღაბი“ დაკარგა.
ნიგერიელი ფორვარდი თავისი ცრურწმენებით ცნობილია და ჟურნალისტის თქმით, ამ ფაქტზე ოსიმ ინერვიულა.
„ოსიმენმა თავისი იღბლიანი ნიღაბი დაკარგა. ეს ნიგერია-გვინეა ბისაუს მატჩის შემდეგ შენიშნა, როცა შეხვედრის შემდეგ უკან ბრუნდებოდა. ფეხბურთელს ახალ ნიღაბს დაუმზადებენ, თუმცა მანამდე, მილანთან შეხვედრამდე ძველი ნიღბით თამაში მოუწევს.“ - ამბობს რაფაელ აურიემა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ „მილანის“ მატჩი კვირას, 2 აპრილს, 22:45 საათზე „დიეგო მარადონაზე“ გაიმართება.
ასევე ნახეთ ↔ რატომ უკეთია ოსიმენს ნიღაბი? - უცნობი ისტორია ფეხბურთელზე და დღე, რომელმაც მისი ცხოვრება ლამის შეცვალა