1757963975
ორი გოლი გოჩოლეიშვილის აქტიურობით - „ჰამბურგმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმს“ უმასპინძლა და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:1.
მე-4 ტურის დაპირისპირებაში გიორგი გოჩოლეიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, 86-ე წუთზე შეცვალეს და „ჰამბურგში“ ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ – გიორგიმ 7,2 შეფასება მიიღო. ბუდუ ზივზივაძეს კი დისკვალიფიკაციის გამო სამი თამაშის გამოტოვება მოუწევს და განაცხადში არ იყო. „ჰამბურგმა“ ანგარიში 42-ე წუთზე ქართველი მცველის აქტიურობის შემდეგ გახსნა. გოჩოლეიშვილის დარტყმული ბურთი მცველმა მოიგერია, დამატებაზე კი ლუკა ვუსკოვიჩმა გაიტანა.
59- ე წუთზე კი ქართველის გამწვავებული იერიშის შემდეგ ფაბიო ვიეირამ კარის წინ რაიან ფილიპს გადააწოდა და ანგარიში 2:0 გახადა. მართალია, სტუმრებმა 90+3-ე წუთზე ადამ კოლეს გოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ „ჰამბურგმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა და 4 ქულით მე-14 ადგილზე გადავიდა, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ უქულოდ ბოლო, მე-18 პოზიციაზეა.