ნიკოლოზ ბასილაშვილმა როლან გაროსზე გამოსვლა დაასრულა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ასპარეზობდა დაასრულა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი წარმატებული მატჩის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითადი ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრა პორტუგალიელ ჰენრიკე როშასთან დაძაბულ ხუთსეტიან ბრძოლაში დათმო – 6:7, 6:2, 6:7, 6:2, 2:6.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილზეა.