ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის მიმდინარე რეიტინგში მე-100 ადგილზე გადაინაცვლა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მიმდინარე რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და 2018 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ასეულში შევიდა.

ამჟამად ბასილაშვილი კლასიფიკაციაში მე-100 პოზიციას იკავებს. ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში, ჯინგშანის ჩელენჯერზე გამოდის და ტურნირის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ბერნარდ ტომიჩთან ჩაატარებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილია. მას ATP-ის უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.