დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ), დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) და ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ფინალში იასპარეზებენ. ოქროს მედლებისთვის შეხვედრები ხვალ, 5 ივლისს გაიმართება.
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ მოიპოვეს.
ჩვენმა გუნდმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
1TVSPORT