რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების კვირის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – რჩეულები უეფას ოფიციალურმა გვერდმა შეარჩია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მთავარი როლი ითამაშა „ბაიერნთან“ მიუნხენში გამართულ საპასუხო შეხვედრაში. მე-3 წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული და განვითარებული შეტევა უსმან დემბელემ დააგვირგვინა და ის გოლი გაიტანა, რომელმაც საბოლოოდ პარიზელებს სასურველი შედეგი და ფინალის საგზური მოუტანა – 1:1.
ქართველი თავდამსხმელი უეფა-მ სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეოთხედ შეიყვანა. კვარაცხელია ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც საგოლე მოქმედებით (გოლი ან პასი) თავი პლეიოფის ზედიზედ შვიდ მატჩში გამოიჩინა. სულ ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე უკვე 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.