ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩის განაცხადშია

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე „ატალანტას“ წინააღმდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადშია – ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარიზული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შაბათს „ლანსთან“ მატჩში მცირე ტრავმები მიიღეს ლუკას ბერალდომ, ხვიჩა კვარაცხელიამ და ლი კანგ-ინმა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბერალდო და კანგ-ინი იტალიურ კლუბთან სათამაშოდ მზად იყვნენ, ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი კი გაურკვეველი იყო, თუმცა მწვრთნელმა ის მატჩის განაცხადში შეიყვანა. ითამაშებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი, მატჩამდე ერთი საათით ადრე გავიგებთ.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ატალანტას“ დაპირისპირება „პარკ დე პრენსზე“ 23:00 საათზე დაიწყება.