ხვიჩა კვარაცხელია ანჟერთან მატჩს გამოტოვებს - ნახეთ, მიზეზი

კვარა

Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს წინა კუნთზე მცირე დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა საგანგაშო არაფერია - მატჩის შემდგომ პსჟ-ს 2-დღიანი დასვენება ექნება და ორშაბათიდან კვარა გუნდთან ერთად ვარჯიშს სრული დატვირთვით დაიწყებს.

იმის ფონზე, რომ კლუბმა წინასასეზონო შეკრება ვერ გაიარა, პსჟ-ს არ სურს არანაირი რისკი ფეხბურთელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გრძელი სეზონის ფონზე.

სამწვრთნელო შტაბმა ხვიჩა კვარაცხელიას ანჟერთან დასვენების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.