რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
UFC 328-ზე ხამზატ ჩიმაევი შონ სტრიკლენდთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მაყურებელმა იხილა ძალიან ახლო ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით, რომელიც საბოლოოდ ჩეჩენი ექს-ჩემპიონის წაგებით დასრულდა. შეგახსენებთ, ეს იყო პირველი მარცხი „ბორზის" კარიერაში. 15 გამარჯვება და 1 მარცხი - 32 წლის ყოფილი ჩემპიონის სტატისტიკა ამიერიდან ასეთია.
ამის გარდა, გამოსარჩევია ისიც, მან ტიტული დათმო ისე, რომ ქამრის 1 წარმატებული დაცვაც არ ჰქონია. რაც შეეხება ამერიკელ ჩემპიონს, ისრაელ ადესანიას შემდეგ, ის არის მე-2 მებრძოლი საშუალო დივიზიონში, რომელმაც ქამრის დაბრუნება შეძლო.