შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1778438950
გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა.
კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 16 დოლარით გაიზარდა და 4 715 დოლარი შეადგინა.
Gold Price-ის მონაცემების მიხედვით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.34%-ით არის გაზრდილი, ბოლო ერთ თვეში ფასი 1.95%-იანი კლებას აჩვენებს, ხოლო წლიურად 41%-იანი ზრდა ფიქსირდება.
რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბოლო მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის მქონე ძვირფასი ლითონის ღირებულება საქართველოში საშუალოდ, 413 ლარს შეადგენდა. ფასი დღიურ ჭრილში 3-ლარიან გაძვირებას აჩვენებს.