1779191900
განსაკუთრებული მოვლენა ქართული სპორტისთვის - ლევან კობიაშვილმა ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ვეტერან "დინამოელებს" ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა.
კობიაშვილმა ხაზი გაუსვა 1981 წლის "თასების მფლობელთა თასზე" თბილისის "დინამოს" გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობას.
„ეს იყო უდიდესი სიხარული, უდიდესი წარმატება და ყოველ წელს 13 მაისი განსაკუთრებული თარიღია. ასე იქნება ყოველთვის. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ გავიხსენოთ ის დიდი გამარჯვება, რომლითაც ვამაყობთ დღესაც და ვიამაყებთ ყოველთვის, იმიტომ, რომ ეს იყო ჩვენი პირველი დიდი გამარჯვება, ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა ქართული სპორტისთვის,“ - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა.











