„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი კოპენჰაგენში აქციის მონაწილეთა დარბევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, გაუგებარია, რატომ დუმს ევროკავშირი, როდესაც ევროპის ცენტრში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.
"ვიხილეთ პოლიციის ის ქმედება, რომელიც არათუ არ ესადაგება ევროპულ სტანდარტს, არამედ წარმოადგენს ტოტალიტარული საბჭოეთის ღრმა ისტორიიდან კადრებს. ბუნებრივია, ისმის კითხვა, მართლაც სად მიდის ევროპა?! სად მიდის ევროკავშირი?! სად არის აქ ღირებულებათა თანხვედრა, ევროკავშირის შექმნის დროს არსებულ იმ ღირებულებებთან, რის გამოც გაერთიანდნენ ევროპელი ერები. სად არის აქ ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაცია, სტრასბურგის სასამართლოს ევროპული გადაწყვეტილებები," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ოფიციალური თბილისი ევროკავშირის უმაღლესი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან მკაფიო პასუხებს ელის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიო კოშტასა და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს. ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, შეაფასონ დანიის დედაქალაქში განვითარებული მოვლენები, სადაც პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა.
ამავე თემაზე ოფიციალური კოპენჰაგენის პოზიციით "კურიერიც" დაინტერესდა, თუმცა დანიის საელჩოსთვის გაგზავნილი წერილობითი კითხვები, უწყებებიდან უწყებებში გადამისამართების ფონზე, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.