თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
დიდი ფეხბურთის ციებ-ცხელება მსოფლიოში დაიწყო - მუნდიალის გრანდიოზული გახსნა მეხიკოს ლეგენდარულ სტადიონზე შედგა. მასში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა მომღერლებმა, მათ შორის შაკირამ. ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ერთდროულად სამ ქვეყანაში - შეერთებული შტატებში, კანადასა და მექსიკაში, ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი, 32-წლიანი ისტორიის მქონე ტელევიზია პირველად მასპინძლობს. "რუსთავი 2" მთელი 39 დღის განმავლობაში საგანგებო სპორტულ რეჟიმზე იქნება. მაშინ, როცა თამაშები ერთმანეთს დაემთხვევა და პარალელურად დაიწყება, ერთ-ერთი მატჩი მედია ჰოლდინგში შემავალ "მარაოს" არხზე გავა. საფეხბურთო მარათონისთვის მობილიზებულია "რუსთავი 2-ის" ინტერნეტ პლატფორმებიც - Facebook, Youtube და Instagram გვერდები. მატჩები, მიმოხილვები, საუკეთესო მომენტები და ექსკლუზიური სპორტული კონტენტი - ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი. არხი გრანდიოზულ სპორტულ მოვლენათა ციკლს პირდაპირ ეთერში "სეტანტასთან" ერთად გთავაზობთ.
გარდა ამისა, "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის პარტნიორობით, 28 ივნისიდან ჩემპიონატის ფლეი-ოფების ყველა მატჩის ჩვენება რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე გაიმართება. დედაქალაქთან ერთად მონიტორები ღია ცის ქვეშ ჩაირთვება ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავსა და რუსთავში.
"რუსთავი 2-ზე" ყველაზე დიდი მარათონი დაიწყო. გულშემატკივრებს დილას ადრე მოუწევთ ადგომა და გამზადება მატჩებისთვის. ნეიმარი, მესი, რონალდუ - ამ ფეხბურთელებისთვის შეიძლება ეს ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი იყოს და ბოლო შანსი იმისა, რომ დაეუფლონ საბოლოოდ ამ თასს. საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დიდ ფორუმზე, როგორიც არის მსოფლიოს ჩემპიონატი და "რუსთავი 2" ამის საშუალებას გვაძლევს," - აღნიშნა კომენტატორმა, თორნიკე ბასიაშვილმა.