1752349956
ადვილი შეხვედრა არ გველის... - ლუის ენრიკე ხვალინდელ მატჩზე

იმის მიუხედავად, რომ ამ სეზონში ლუის ენრიკემ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ყველა ტიტული მოიგო, რომელშიც ითამაშა, „ჩელსისთან“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ამბობს, რომ მისი გუნდი ფავორიტი არ არის და წარმატების გასაღები მეტოქის დაფასება იქნება.
„ძალიან კარგია, როდესაც საქმეები კარგად მიდის, ჩვენს გულშემატკივარს დიდ ბედნიერებას ვანიჭებთ. ვიცი, რომ მწვრთნელის საქმიანობა შედეგების მიხედვით ფასდება, ეს თამაშის წესია.
ვაღიარებ, რომ ალბათ, ბევრს მაკრიტიკებდნენ, მაგრამ კრიტიკა მეტ მოტივაციას მაძლევს. შესაძლოა, როგორც მწვრთნელისთვის ეს ჩემი საუკეთესო სეზონია, მაგრამ ამისთვის ფინალში გამარჯვებაა საჭირო. მნიშვნელოვანია, რომ 100%-იანი მონდომებით ვითამაშოთ. „ჩელსი“ ძლიერი გუნდია და მასთან წარმატებას მხოლოდ გუნდური თამაშით მივაღწევთ.
ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ფავორიტები ვართ, ფეხბურთი კარგად არ ესმის. გავაანალიზე „ჩელსის“ თამაში, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონფერენს ლიგა მოიგო. ლონდონელებს ენცო მარესკას სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, მათთან ადვილი შეხვედრა არ გველის“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.