საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1752515727
ჯეინ ბირკინის ჩანთა, რომელიც Hermès Birkin-ის, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთის პირველი ეგზემპლარია, აუქციონზე 10 მილიონ დოლარად გაიყიდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოება ინტერესით ეძებდა პასუხს: ვინ გახდა მსოფლიოში ყველაზე ძვირი ჩანთის მფლობელი? ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ჩანთა შეიძინა ტოკიოში დაფუძნებულმა კომპანიამ Valuence Japan, რომელიც რამდენიმე ლუქს-ბრენდს მართავს.
შემდგომ გაირკვა, რომ ლეგენდარული Birkin-ის მფლობელი გახდა თავად შინსუკე საკიმოტო, კომპანია Valuence Japan-ის გენერალური დირექტორი.საკიმოტო უკვე წლებია იშვიათი ნივთების კოლექციონერია. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ნივთის ისტორია, ვიდრე მისი ფასი.
პირველი Birkin-ის ჩანთა 1984 წელს შეიქმნა, როდესაც ფრანგი მსახიობი და მომღერალი ჯეინ ბირკინი თვითმფრინავში შემთხვევით შეხვდა Hermès-ის იმდროინდელ მფლობელს, ჟან-ლუი დიუმას. ბირკინი ჩიოდა, რომ ვერ პოულობდა დახვეწილ და პრაქტიკულ ჩანთას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებოდა. დიუმამ იმპროვიზებულად დახატა ჩანთის ესკიზი და ასე დაიბადა ლეგენდარული Birkin-ის ჩანთა - ელეგანტური, ხელნაკეთი და უკიდურესად ძვირფასი ჩანთა, რომელიც დროთა განმავლობაში სტატუსის სიმბოლოდ იქცა.