ნიუ-მექსიკოს შტატში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულთა შორის ორი ბავშვია
1752077904
Variety-მ ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ მეორე ნაწილის სამსახიობო ანსამბლის წევრების ვინაობა ექსკლუზიურად გაამხილა. გამოცემამ დაადასტურა, რომ სურათში პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები - მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი) და ემილი ბლანტი (ემილი) დაბრუნდებიან.
მათ ასევე შეუერთდებიან ლუსი ლიუ, ჯასტინ ტერუ, ბი ჯეი ნოვაკი, სიმონ ეშლი და პოლინ შალამე. ასევე, კრეატიული დირექტორის, ნაიჯელის როლს დაუბრუნდება სტენლი ტუჩი, კენეტ ბრანა კი მირანდა პრისტლის ქმარს განასახიერებს.
ფილმის გადაღებები უკვე დაიწყო. ცნობილია სიუჟეტის დეტალებიც - სიქველში მირანდა პრისტლი გამოცემა „პოდიუმის“ გადარჩენას ცდილობს, რომელიც ბეჭდური მედიის პოპულარობის დაკარგვის გამო კრიზისშია.
პრემიერა 2026 წლის მაისში შედგება - ორიგინალური სურათის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.