„დააკლდა პაციენტებს... ქვეყანას“ - ცნობილი ექიმი გარდაიცვალა
1752086974
ნიუ-მექსიკოს შტატში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანია დაღუპული. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამთო საკურორტო ქალაქ რუიდოსოში მოვარდნილმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლი წაიღო.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის მონაკვეთში მდინარე რიო-რუიდოსოში წყლის დონემ 6 მეტრამდე მოიმატა, რაც წინა რეკორდულ მაჩვენებელაზე 1,5 მეტრით მეტია.
ნიუ-მექსიკოს გუბერნატორმა, მიშელ ლუხან გრიშემმა რუიდოსოს რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარების თხოვნით ფედერალურ მთავრობას მიმართა.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ნიუ-მექსიკოს მეზობელ ტეხასის შტატში წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 160-ზე მეტი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.