ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ამერიკული The Chainsmokers იქნება პირველი ჯგუფი, რომელიც კოსმოსში დაუკრავს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ენდრიუ ტაგარტისა და ალექს პოლის დუეტი კოსმოსში 2024 წელს დაუკრავს. მუსიკოსებმა უკვე მოაწერეს ხელი კონტრაქტს და მონაწილეობას მიიღებენ კოსმოსური ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანია World View-ს ერთ-ერთ პირველ რეისში. კონცერტისთვის მუსიკოსებს ჰერმეტულ კაფსულაში მოათავსებენ.
„ყოველთვის ვოცნებობდით კოსმოსში გამგზავრებაზე და მოხარულები ვართ World View-სთან თანამშრომლობით, რათა გამოვცადოთ ეს მოგზაურობა და მივიღოთ ახალი გამოცდილება“, - აღნიშნულია ჯგუფის განცხადებაში.