ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
გარეთ ედვარდსის გახმაურებული ფილმის „იურული სამყარო: გამოღვიძება" წარმატების შემდეგ - სკარლეტ იოჰანსონის ფილმებმა რეკორდული შემოსავლები მოუტანა კინო გაქირავებას.
ამჟამინდელი მონაცემებით, ოსკარის ნომინანტმა მსახიობმა მარველის კინოსამყაროს ორ მსახიობს აჯობა და ჰოლივუდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი გახდა.
ფილმმა — იურული სამყარო: გამოღვიძება — ამ შაბათ-კვირას ადგილობრივ სალაროებში 91.5 მილიონი დოლარი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, სულ რაღაც ექვს დღეში, 318.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
The Numbers-ის ცნობით, ფილმის უეცარმა წარმატებამ იოჰანსონი მესამე ადგილიდან პირველზე გადაიყვანა და, 14.8 მილიარდ დოლარიანი შემოსავლით, გაუსწრო მის ორ თანავარსკვლავს, სემუელ ელ ჯექსონსა და რობერტ დაუნი უმცროსს.
ჯექსონი ამ ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა. მისმა ფილმებმა, ჯამურად 14.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიპოვა, მას ოდნავ ჩამორჩებოდა რობერტ დაუნი უმცროსი, რომელმაც კინოგაქირავებას 14.3 მილიარდი დოლარი მოუტანა.
უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ იოჰანსონმა ორივე ვარსკვლავს მხოლოდ 36 ფილმში მონაწილეობით აჯობა, მაშინ, როდესაც ჯექსონს 71, ხოლო დაუნის 45 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
იოჰანსონის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის არის ისეთი ფილმები, როგორებიცაა — შურისმაძიებლები: დასასრული (2.7 მილიარდი დოლარი); შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2 მილიარდი დოლარი); შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (1.4 მილიარდი დოლარი); კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (1.1 მილიარდი დოლარი), კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი (714 მილიონი დოლარი); რკინის კაცი 2 (621 მილიონი დოლარი) და სხვ.
რაც შეეხება იურულ სამყარო: გამოღვიძებას — იოჰანსონი ზორა ბენეტის როლს ასრულებს, რომელიც მარტინ კრებსმა დაიქირავა, რათა შეუერთდეს პალეონტოლოგ დოქტორ ჰენრი ლუმისს დინოზავრის დნმ-ის მოპოვების მისიაში.
როგორც აღმოჩნდა, იოჰანსონი იურული სამყაროს დიდი თაყვანისმცემელია და თითქმის 10 წელი ცდილობდა, რომ ამ ფილმში, თუნდაც პატარა როლი მიეღო.
"10 წელზე მეტია ვცდილობ, ამ ფრენჩაიზში ნებისმიერი შესაძლო გზით მოვხვდე", — თქვა მსახიობმა — " ხშირად ვამბობდი 'პირველ ხუთ წუთში მოვკვდები, თუნდაც რაღაცა არსებამ შემჭამოს, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ რამე მათამაშონ'. ის ფაქტი, რომ ეს ასე მოხდა, ამ დროს, უბრალოდ წარმოუდგენელია, ვერც ვიჯერებ".
იოჰანსონმა ასევე დასძინა, რომ ის პირველი ფილმი იყო, რომელსაც კინოთეატრში უყურა და როგორც ამბობს, ფილმმა "მისი ცხოვრება შეცვალა".
შეგახსენებთ, რომ იურული სამყარო: გამოღვიძება სტივენ სპილბერგის საკულტო ფილმ იურული სამყაროს ერთ-ერთი სიქველია, რომლის ნახვაც კინოთეატრებში 3 ივლისიდანაა შესაძლებელი.