„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ლოს ანჯელესის პოლიციამ მსახიობ ბრედ პიტისა და სხვა ცნობილი პირების სახლების გაქურდვაში ეჭვმიტანილი მოზარდები დააკავა.
როგორც „ბიბისი“ წერს, დაპატიმრებულია ოთხი თინეიჯერი, მათ შორის ორი 18 წლის არის, ერთი – 17-ის, ერთი კი – 16 წლის.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულები კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან. სამართალდამცავებმა მათი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ცნობილი კინოვარსკვლავისა და სპორტსმენის სახლიდან მოპარული ნივთები ამოიღეს.
პოლიციის ცონობით, მოზარდებმა, ბრედ პიტის სახლის გარდა, გაქურდეს მსახიობ ნიკოლ კიდმანის, ასევე ლოს ანჯელესის საფეხბურთო კლუბის ფორვარდის, ოლივიე ჟირუს სახლები.
ლოს ანჯელესში ბრედ პიტის სახლში მოზარდებმა ივნისში შეაღწიეს და სხვადასხვა ნივთი წაიღეს. ინციდენტის დროს მსახიობი სახლში არ იმყოფებოდა.