1753907905
ედი მერფი „ვარდისფერ პანტერაში“ ინსპექტორ კლუზოს ითამაშებს

„ვარდისფერი პანტერის“ ახალ ვერსიაში ინსპექტორ კლუზოს როლს ედი მერფი შეასრულებს. ინფორმაცია მსახიობმა თავად გაავრცელა, შოუში Today ინტერვიუს დროს. „კი, მე ახალი კლუზო ვარ“, - განაცხადა მან.
პროექტის რეჟისორი ჯეფ ფაულერი იქნება, სცენარზე კი კრის ბრემნერი იმუშავებს. პროექტი ცოცხალ მოქმედებას CGI-ანიმაციასთან გააერთიანებს. ამასთან, ინსპექტორი კლუზო პირველად გამოჩნდება ეკრანზე ანიმაციურ ვარდისფერ პანტერასთან ერთად.
ფილმის პრემიერი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.