dailymail: დონალდ ტრამპის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, ბორტზე იმყოფებოდა პირველი ლედიც
1758229389
ამერიკელი რეპერი Cardi B კვლავ დედობისთვის ემზადება. თავისი მეოთხე ორსულობის შესახებ 32 წლის შემსრულებელმა გადაცემაში CBS Mornings სტუმრობისას განაცხადა.
„მეყოლება შვილი ჩემი ბოიფრენდისგან, სტეფონ დიგსისგან. ძალიან აღელვებული ვარ. თავს კარგად ვგრძნობ. თავს ძლიერად ვგრძნობ, იმიტომ რომ ამხელა სამუშაოს ვასრულებ და ამასთან ბავშვს ვქმნი“, - განაცხადა მან.
31 წლის დიგსი ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეა და „ნიუ ინგლანდ პატრიოტსში“ ირიცხება.
Cardi B-ს უკვე ჰყავს 3 შვილი ყოფილი ქმრისგან, რეპერ Offset-ისგან: 7 წლის ქალჩერი, 3 წლის უეივი და 1 წლის ბლოსომი, რომელიც მან მეუღლესთან საბოლოოდ დაშორების შემდეგ გააჩინა.