ადელი ავტობიოგრაფიის დაწერას გეგმავს

ადელი

მომღერალი ადელი ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოუშვებს. ინფორმაციას Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წიგნში მოთხრობილი იქნება როგორც ადელის შემოქმედებითი გზის, ასევე პირადი ცხოვრების დეტალები - ბავშვობა, სკოლის წლები, რომანტიკული ურთიერთობები და დედობა. გამომცემლობები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულები მომღერალთან შესაბამისი კონტრაქტის დადებით, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ის მსგავს წინადადებებზე უარს აცხადებდა.

ადელის დისკოგრაფიაში 4 სტუდიური ალბომია: „19“, „21“, „25“ და „30“. ის „გრემის“ 16გზის მფლობელია.