„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
30 ივლისს, ნატახტართან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, მომღერალი მამუკა ონაშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთში შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელიც სწორედ იმ საბედისწერო შემთხვევის დროსაა გადაღებული.
„ფაქტი რასაც დღეს შევესწარით. ვერ ვხვდები ნასვამი ადამიანი რატომ ჯდება საჭესთან?!“ - წერს სოციალური ქსელში ვიდეოს ავტორი.